დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე "ინტერმა" ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ოფიციალურად წარადგინა, მაცარიმ გამართა პრეკონფერენცია და ისაუბრა მის გეგმებზე "ინტერში".
მოგესალმებით ბატონო მაცარი თქვენ უკვე გამოცდილი მწვრთნელი ხართ და გაქვთ თქვენი მეთოდები გუნდის სამართავად, რა არის თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი?
ჩემთვის მთავარია გუნდში ჩამოვაყალიბო კარგი ურთიერთობა და ერთმანეთის პატივისცემა, მინდა მქონდეს კარგი დამოკიდებულება თითოეულ მოთამაშთან. ფეხბურთში მთავარია მუშაობის კულტურა და დისპლინა გუნდში. ჩემთვის ფეხბურთში არის წმინდა ის რომ ფეხბურთელი უნდა იყოს მომზადებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მაღალ დონეზე.
რატომ დატოვეთ ”ნაპოლი” თქვენ შეგეძლოთ გეთამაშათ ”ჩემპიონთა ლიგაზე”, მაგრამ აირჩიეთ ”ინტერი”, რატომ?
”ნაპოლის” დატოვებას მე ჯერ კიდევ წინა ზაფხულს ვგეგმავდი, როდესაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ვთქვი, თუ მომივიდოდა წინადადება, რომელიც წამახალისებდა, მე აუცილებლად დავთანხმდებოდი, როდესაც ხარ ამ პროფესიის ელი დიდ გამოწვევებს. მე მომივიდა შემოთავაზება ”ინტერისგან” და მომეწონა, ავირჩიე ახალი გზა და ახალი გამოწვევები ..
თქვენი პირველი ნაბიჯი ”ინტერში”?
როგორ ყველა მწვრთნელი გავიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, ყველას მივცემ შანსს დამანახონ საკუთარი შესაძლებლობები, შემდეგ ჩამოვაყალიბებ ძირითადს, და რა თქმა უნდა თამაშის საშუალებას ყველას მივცემ, რომ უკეთ წარმოაჩინონ კარგი თვისებები მოედანზე.
მეტაფორა დე ლაურენტისგან?
გავატარე 4 შესანისნავი წელი ”ნაპოლში”. პრეზიდენტი ხშირად ხუმრობს, ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ ცუდად, მაგრამ როგორც ყველა ქორწინებას, აქვს დასაწყისი და დასასრული. მე ავირჩიე ახალი გზა და არ მინდა მოვისმინო სიტყვა ღალატი, რადგან ვფიქრობ რომ ”ნაპოლი” ღირსეულად დავტოვე და წამოვედი ახალი გამოწვევების გამო.
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასიმო მორატიმ თქვენზე?
ვიცნობდი მას ტელევიზიით, ის არის შესანიშნავი პიროვება და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მე მას ვესაუბრე ჩემს გეგმებზე გუნდში, მოხარული ვარ რომ მე ამირჩია, რადგან ვიცი რა სურს მას გუნდისთვის.
და მიზანი ”ინტერის”?
მისი გერბია ”ინტერი”, ამიტომ ამ გუნდმა ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაბრუნდეს და გახდეს კვლავ კონკურენტუნარიანი გუნდი, ხოლო გულშემატკივარმა უნდა იამაყოს საყვარელი კლუბით, რომელიც არ მიატოვა კრიზისის დროს, ეს არის ჩემი პირველი გოლი ”ინტერში”. შემდეგი მიზანი არის ის, რომ ითამაშოს ყველასთან, არის თამაშები სადაც შეიძლება დაკარგო ქულები, მაგრამ უნდა მივიღოთ შედეგი.
და რას ფიქრობს პრეზიდენტი?
მან იცის თუ როგორ უნდა ვიმუშავო, მე ვარ მწვრთნელი, რომელიც თავის თავზე იღებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას, მე მჯერავს რომ ეს არის ის მახასიათებლები რომელსაც ის ეძებდა.
შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე ”ინტერის” თანამშრომლებზე?
მინდა პირველრიგში ავღნიშნო ის, რომ ბარეზი ჩემს გვერდით დარჩება, იმიტომ რომ ის არის "ინტერის" დიდი ისტორის დიდი ნაწილი და მისი რჩევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პრონდრელი ჩემი პირველი სპორტული ტრენერი, ის იყო და სულ იქნება ჩემს გვერდით..
როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან?
ძალიან ფრთხილი, ახალგაზრდები ეს არის მთავარი ასპექტი გუნდისთვის, მე შევაფასებ თითოეულ ახალგაზრდას მდგომარეობას მატჩის სახით, ყველანაირად დავეხმარები მოიკიდონ ფეხი პირველ გუნდში.
როგორია თქვენი შთაბეჭდილება კოვაჩიჩზე? და რა პოზიციაზე ხედავთ მას თქვენს გუნდში?
მატეო ძალიან საინტერესოა, მე მინახავს მისი თამაში, არ ვიცი ჯერ მე ვერ გეტყვით ფეხბურთელების დავალებებს მოედანზე, რადგან მათ ჯერ არ ვიცნობ. ამ ყველაფერს გაიგებთ 1 თვეში.
მოურინიო?
მე მომწონს ის, აქვს საუთარი ხასიათი, მე მას კიდევ შვხვდები, ვეცდები დავაბრუნო მისი ”ინტერი”, მოურინიოს დიდ პატივს ვცემ.
რაზე უნდა იმუშავოს პირველ რიგში ”ინტერმა”?
დაიბრუნოს თავმოყვარეობა, სეზონის ბოლოს ბევრი უარყობითი შეფასება დაგროვდა, რაც მოქმედებს მოთამაშეებზე და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მინდა ისინი ფიზიკურად კარგად მოვამზადო, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის რომ მათ დაიბრუნონ თავმოყვარეობა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ჯგუფი და ისინი მოამზადებენ კარგად რათა დაივიწყონ ჩატარებული რთული სეზონი.
როგორი ურთიერთობა გაქვთ კასანოსთან?
ურთიერთობა მშვენიერია, მე ყველა იმ ფეხბურთელეთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომელთანაც ვმუშაობდი.
"ინტერში" გელით ყველაზე რთული სამუშაო თქვენს კარიერაში?
მე ჯერ უნდა გავიცნო ”ინტერი” გავიგო გუნდის პრობლემები, მორატიმ ამირჩია მე იმიტომ რომ სჯერა ჩემი, რომ მე შევძლებ მისი გუნდის მართვას.
რას იტყვით ”ნაპოლის” ფეხბურთელებზე?
მე მიყვარს ჩემი ბიჭები, ბოლო დღეს როდესაც დავემშვიდობე მათ ვუთხარი რომ არასოდეს დავივიწყებ. მათი გადმობიერბა "ინტერში"? მე არავის მოუწოდებ, ისინი ისე უნდა მოიქცნენ როგორც მათ სურთ.
რას იტყვით რანოკიაზე? მისი სასამართლო დღეს კარგად დასრულდა..
მე ძალიან მოხარული ვარ ამით, ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კარგად აისახება.
როგორია თქვენი ტაქტიკა ”ინტერში”? თქვენ სულ თამაშობთ 3 მცველით..
ურთიერთობა გუნდთან პირველ რიგში იწყება ფეხბურთელების გაცნობით, გავიცნო ჩემი ბიჭები, შემდეგ ჩამოვაყალიბო ჩემი მექანიზმი, დამჭირდება 15 დღე ამისთვის. მე შეიძლება ვითამაშო 3-5-1-1 ან 3-4-3, "ნაპოლში" ასევე გამოვიყენე 4 მცველით თამაში, ვნახოთ რა მოხდება ისეთი სქემით ვითამაშებ, რომელიც გუნდს მოერგება და წარმატებას მოგვიტანს, ჯერ შევისწავლი გუნდს და ფეხბურთელებს და შემდეგ ვისაუბროთ ტაქტიკაზე.
რას ფიქრობთ ნაგატომოზე?
ის დიდი მოთამაშეა, თამაშის დროს კიდევ ერთხელ დავინახავთ მის კარგ თვისებებს, მან იცის რა უნდა გააკეთოს მოედანზე.
როგორ შაფასებთ, ახალგაზრდებს, რომლების იჯარით არიან გასხვისებულები?
ჩვენ ერთად შევაფასებთ ყველა ფეხბურთელს, ეს ადვილი არ იქნება, მე უნდა ვნახო თითოეული ახალგაზრდის თამაში, დაბრუნდე ”ინტერში” ეს ადვილი არაა, ეს გრანდია და გრანდში შესაფერისი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. მე მიყვარს ახალგაზრდები, მაგრამ კონკურენცია ”ინტერში” დიდია დაბრუნდება ის ვინც ამ ყველაფრისთვის მზადაა.