ლონდონის ტოტენჰემი მილანის ინტერის მეკარის – ჟულიუ სეზარის გადაბირებას ცდილობს. TMW-ს ცნობით, 32 წლის ბრაზილიელის დამატება ლონდონელთა ახლადდანიშნულ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს სურს. ახლო წარსულში, ინგლისელები ფრანგული ლიონის კარის დარაჯის – უგო ლიორისის შეძენას ცდილობდნენ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი გარკვეულმა პრობლემებმა შეაფერხა და შემდეგ ჩაშალა.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, ჟულიუ სეზარმა ინტერის კარი 39 მატჩში დაიცვა.
|