ვესლი სნეიდერის "ინტერიდან" აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რის გამოც მილანურ კლუბს ზამთრის სატრანსფერო აუცილებლად მოუწევს. როდრიგო პალასიო და მარკო ლივაია მართლაც კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ ფოლანდიელის წასვლის მერე მისი ადგილის დაკავება და თავდამსხმელთა პასებით მომარაგებაზე ზრუნვა მოუწევთ. შედეგად, ფაქტიურად "ინტერი" მხოლოდ ერთი სუფთა ფორვარდის დიეგო მილიტოს ამარა რჩება, რისი დაშვებაც მთავარ მწვრთნელს ანდრეა სტრამაჩიონის არ სურს და პრეზიდენტ მასიმო მორატისგან "თანამედროვე" თავდამსხმელის შეძენას ითხოვს, ანუ ისეთი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მცველთა დახმარება, ბურთის საკუთარი ნახევრიდან წაღება და შეტევის ლოგიკურად დაგვირგვინება შეეძლება.
FC Inter News_მა იმ ფეხბურთელების დახასიათება გამოაქვეყნა, რომლებიც იანვარში შავ-ლურჯების სამიზნეები იქნებიან.
როლანდო ბიანკი, 29 წლის: 10983 წელს დაბადებულ ბიანკის ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, რის გამოც ფიქრობენ, რომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში, მას "ინტერის" სათამაშო სტილთან შეგუება არ გაუჭირდება. მისი ძლიერი მხარე მობილურობა და საგოლე მომენტების მაქსიმალურად გამოყენება არ არის, მაგრამ როლანდო ამის საპირწონედ, ძალზედ შრომის მოყვარე ფეხბურთელია და მისი მრავალფუნქციურად დატვირთვა სავსებით შესაძლებელია. "ტორინოსთან" ხელშეკტულება ბიანკის მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება გამომდინარე იქიდან, რომ კაპიტანია და შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობასთან იდეალური ურთიერთობა აქვს,მისი აბარგება ცოტა ნაკლებად სავარაუდო მოსჩანს, მაგრამ ბიანკიმ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრინციპულ შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია. რისი მანიშნებელია მოლაპარაკების გაჭინაურება? იმის, რომ იტალიელი სერიოზულ წინადადებას ელოდება,რომლებიც წესით და რიგით, ნერიაძურიდან უნდა წამოვიდეს.
მაურისი პინილია. 28 წლის: სანამ სხვადასხვა გუნდებში "მოგზაურობას" დაიწყებდა, პინილია "ინტერში" ირიცხებოდა , მაგრამ ის საკუთარი თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, ახლა 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც კლასიკური ცენტრფორვარდი არ გახლთავთ, "კალიარიში" საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს, რის გამოც სარდინიელთა პრეზიდენტი მასიმო ჩელინო მას ძვირად აფასებს. ამას წინათ, ჩელინომ თქვა, რომ 40 მილიონ ევროზე ნაკლებად წამყვან ფორვარდს არავის მიჰყიდის,რამაც პინილიას მსურველი კლუბები გვარიანად დააფრთხო. მასიმომორატის ჯერ მოლაპარაკება არ დაუწყია, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში "კალიარის" შეფებთან მარკო ბრანას მიაგზავნის და ყველაფერი აიმის შემდეგ გაირკვევა.
სერჯიო ფლოკარი,31 წლის: ამ ფეხბურთელის შეძენა"ინტერს" ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ და 31 აგვისტოსაც კი ცდილობდნენ "ლაციოს" პრეზიდენტის,კლაუდიო ლოტიტოს ტრანსფერზე დაყოლიებას, მაგრამ ამაოდ... მერე მიდიოდა საუბრები, რომ ფლოკარის გაანათხოვრებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც გამოირიცხა. გასულ კვირამდე სტრამას იმედი ჰქონდა, რომ 31 წლის თავდამსხმელს იჯარით ახლა მაინც აიყვანდა, თუმცა ეს ვარიანტიც გამოირიცხა. მიზეზი მარტივია, ევროპა ლიგაზე "მარიბორთან" ეხვედრაში ფლოკარიმ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ლოტიტომ მისი გაყიდვა კიარა, მისი არენდით სადმე გაშვებაც კი გადაიფიქრა.
კლაას -იან ჰუნტელაარი,29 წლის: ჰოლანდიელ ბომბარდირს "შალკესთან" კონტრაქტი 2013 წლის ივნისში უსრულდება და მის გახანდრძლივებაზე მხარეები ვერაფრით ვერ აღწევენ. წინა სეზონთან შედარებით "მონადირის" შედეგიანობამ აშკარად იკლო, რის გამოც თუ ადრე ჰუუბ სტევენსი თანამემამულე შეგირდს დარჩენაზე კალთებს ახევდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და გელზერკინხელერები მზად არიან ფოლანდიელის თაობაზე მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან წამოიწყონ. "ხუმარები" საუკეთესო ბომბარდირს 15 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც მორატის ძალიან ეძვირება და თან ის აფიქრებს, რომ სადაც ჰუნტელაარმა "მილანში" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, იქ ვერც "ინტერში" შეძლებს ფეხის მოკიდებას.
რობერტ ლევანდოვსკი, 24 წლის: ამ ფეხბურთელის შეზენა აპენინური გრანდისთვი მართლაც იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან ლევანდოვსკის აქვს ჩინებული ტექნიკა და ასევე საგოლე ალღო, რის წყალობითაც "დორტმუნდის" გულშემატკივარს თავი უზომოდ შეაყვარა. "ბორუსიას" შეფები წამყვან თავდამსხმელს ასე იოლად რომ არ შეელევიან, მათ მიერ დასახელებული სატრანფერო თანხიდანაც კარგად ჩანს. 30 მილიო ევრო ის თანხაა, რომლის ერთ ფეხბურთელში გადახდაც ამ ეტაპზე ნერიაძურის არ შეუძლია და შესაბამისად, თუ პოლონელი თავდამსხმელი "დორტმუნდს" დატოვებს, ალბატ კარიერას მხოლოდ რომელიმე შეძლებულ ინგლისურ კლუბში გააგრძელებს.
ეს იმ თავდამსხმელთა ჩამონათვალია, რომელთა გვარებმაც იტალიურ პრესაში გაიჟღერა. კანდიდატურები სოლიდურია, თუმცა სატრანსფერო ფასები ძალიან მაღალია, რის გამოც შესაძლოა "ინტერის" ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა უახლოეს დღეებში სამხრეთ ამერიკაში გაემგზავროს და "ვიცე-მილიტო" იქ ეძებოს. წინასწარი ვარაუდით ბრანკა "ველეს სასრფილდის " ხელმძღვანელობას შეხვდება და ფაკუნდო ფერეირას "გაინტერელებაზე" სერიოზული მუშაობა დაიწყება.
|