უეფამ გამოაქვეყნა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინანსური ანგარიში, რომელშიც დაწვრილებითაა მოცემული ამ ტურნირებში მონაწილეთაგან ვინ რამდენი ფული მიიღო. ახლა მხოლოდ ზოგიერთ მონაცემებს მოგაწვდით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევრო-ტურნირებზე ასპარეზობა, მითუმეტეს წარმატებული, ძალიან სარფიანი ბიძნესია. ჩემპიონთა ლიგიდან დავიწყოთ. ყველაზე მეტი "ჩელსიმ" ჩაიჯიბა და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან გამარჯვებულია. ლონდონელთა ანგარიშზე ჯამში 59 მილიონ 935 ათასი ევრო გადაირიცხა. აქედან 29.9 მილიონი თავად ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვებისათვის დამატებულმა ბონუსებმა შეადგინეს, ხოლო 30 მილიონამდე სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული ლონდონელთა ნაწილია.
მიუნხენის "ბაიერნმა" 41 მილიონ 730 ათასი ევრო გამოიმუშავა. ფინალისტის საპრიზო ფონდი 26.9 მილიონია, ხოლო ტელეტრანსლაციებიდან 15 მილიონამდეა.
გამარჯვებულის და ფინალისტის შემდეგ მოდიან:
" ბარსელონა" 40 მილიონ 55 ათასი ევრო.
"მილანი" 39 მილიონ 864 ათასი ევრო.
"რეალი" 38 მილიონ 434 ათასი ევრო.
"მანჩესტერეი" 36 მილიონ 182 ათასი ევრო.
"ინტერი" 31 მილიონ 569 ათასი ევრო.
უეფამ კლუბებისათვის მთლიანად 754.1 მილიონი ევრო გამოჰყო, რომელიც ჯგუფური ეტაპის მონაწილე 32 მონაწილე გუნდს გადაუნაწილდა, რა თქმა უნდა ნაჩვენები შედეგების მიხედვით. ყველა გუნდმა მხოლოდ მონაწილეობისათვის 7.2 მილიონი ევრო მიიღო. ჯგუფში ყოველი მატჩის მოგებისთვის 800 ათასი ევრო ხოლო ფრისთვის 400 ათასი ევრო იყო გამოყოფილი. ჯგუფებიდან გასულ 16 მონაწილეს დამატებით 3 მილიონი მიეცათ,მეოთხედფინალისტებს 3.3 მილიონი, ნახევარ ფინალიტსებს კი 4.2 მილიონი დაემატათ.
მაჩანჩალა კლუბებს, რომლებიც პირველი სამი საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოეთიშნენ ტურნირს, ფული ე.წ სოლიდარობის ფონდიდან მიეცათ. ჯგუფურ ეტაპზე ვერგაღწეულ ყველა ჩემპიონს 200 ათასი უძღვნეს, ხოლო დანარჩენ გუნდებს თითოეულ ნათამაშებ საკვალიფიკაციო რაუნდში 130 ათასი ევრო. იმ ოცმა გუნდმა, რომლებმაც პლეი-ოფში გააღწიეს, შედეგის მიუხედავად ფიქსირებული პრემია, 2.1 მილიონი ევრო ჩაიჯიბეს.
რაც შეეხება ევროპა ლიგას. აქ 150.36 მილიონი ევრო ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 და იმ 8 გუნდს შორის განაწილდა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოინაცვლეს. გამარჯვებულ მადრიდის "ატლეტიკოს" 10.5 მილიონი ევრო ერგო, ფინალასტ "ბილბაოს" 9.5 მილიონი ევრო.
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისათვის ერთი გუნდისათვის 640 ათასი ევრო იყო გამოყოფილი და აქ ყველაზე უკეთ მოასპერეზე "ანდერლეხტმა" ბონუსებიანად ჯამში 840 ათასი ევრო გამოიმუშავა. მეთექსვეტედ ფინალისტებს 200 ათასი ევრო, მერვედფინალისტებს 300 ათასი, მეოთხედფინალიტსებს 400 ათასი, ხოლო ნახევარფინალისტებს 700 ათასი ევრო გადაერიცხათ. შესარჩევ ეტაპზე კი, აქ მონაწილეთათვის თითოეულ რაუნდში მხოლოდ 90 ათასი ევრო გახლდათ გამოყოფილი.
როგორც დაინახეთ, ფინასური თვალსაზრისით ამ ორ ტურნირს შორის დიდი სხვაობაა და სწორედ ამიტომ უეფა მიშელ პლატინის ხელმძღვანელობით, ევროპა ლიგის გაძლიერებას აპირებს და როგორ გამოუვა ეს, ვნახავთ.
|