"ზენიტი" მილანის "ინტერის" ნახევარმცველის უესლი სნეიდერის გადაბირებას კვლავ ეცდება,იტყობინება რუსული გამოცემა Известия.
ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირების მთავარი ინიციატორი "ზენიტის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტია.ამ შესაძლო ტრანსფერის პირობები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ,რომ "ზენიტი" სნეიდერის გადაბირებას გასულ ზამთარშიც აპირებდა,თუმცა მაშინ ჰოლანდიელმა ჰავბეკმა რუსული გუნდი უარით გაისტუმრა.
გასულ კვირას,სნეიდერის ცოლმა განაცხადა,რომ მისი მეუღლე "ინტერის" დატოვებას აპირებს.იოლანტე კაბაუს სიტყვებით უესლი "ინტერის" დატოვებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს.