სენსაციური ჭორები მოდის ესპანური პრესისგან სადაც იტყობინებიან რომ მოურინიო ბოლო პერიოდში ”ინტერის” პრეზიდენტს მასიმო მორატის ხშირად ეკონტაქტება რაც იმას მიუთითებს რომ პორტუგალიელის ”ინტერში” დაბრუნდება უფრო და უფრო რელური ხდება.გავრცელდა ჭორები იმის შესახებაც რომ მასიმო მორატი იგივე ხელფასს სთავაზობს პორტუგალიელს რასაც მადრიდის რეალში უხდიან(12 მილიონი ევრო თითო სეზონში) მაგრამ ”ინტერს” დიდი კონკურენციის გაწევა მოუხდება ”პსჟ”-სთან და ”მანჩესტერ სითისთან” რომელებიც პორტუგალიელით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
5 მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაბრუნდეს მოურინიო ”ინტერში”:
1) ყველას გვახსოვს სტატია სადაც მოურინიომ ”ინტერის” შესახებ ისაუბრა,რომ ”ინტერი” იყო კლუბი სადაც მან ყველაზე მეტი ტიტული მოიგო და სადაც თავს ისე გრძნობდა როგორც ოჯახში. ისიც აღნიშნა რომ ”ინტერიდან” წამოსვლის შემდეგ ბევრჯერ უტირია.
ეს იყო სტატია რომელსაც ბევრი უკმაყოფილება მოყვა ”რეალის” გულშემატკივრებისგან.
2) ”ინტერი” იყო ერთადერთი კლუბი მის კარიერაში, რომელიც მოურინიომ აცრემლებული დატოვა.
3)ბოლო სიტყვები რომელიც მოურინიომ რამოდენიმე დღის წინ გააჟღერა კვლავ ინტერს უკავშირდება:”აქ მადრიდში მივხვდი რომ ”ინტერის” მსგავსი გულშემატკივარი არსად მყოლია”
ეს სიტყვები მოურინიომ მაშინ თქვა როდესაც ბოლო პერიოდში ”რეალს” არც ისე კარგად მისდიოდა საქმე და გულშემატკივრები მოურინიოს წასვლას მოითხოვდნენ და პორტუგალიელს ტრიბუნებიდან უშტვენდნენ.
4)პორტუგალიელმა ”ინტერზე” აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო რაც ”რეალში” პრობლემები შეექმნა და კლუბის დატოვება უფრო და უფრო რელური ხდება.
5) ეს კი ბოლო ინფორმაცია, რომელიც დღეს გავცელდა მოურინიოს და მორატის ხშირი კონტაქტია ეს გასაკვირი არაა რადგან მოურინიოს წასვლის შემდეგ მორატი და ჟოსე ერთმანეთს ტელეფონით ხსირად უკავშირდებოდნენ და მასიმო მორატი პორტუგალიელისგან რჩევებს იღებდა, მაგრამ ბოლო დროს მოურინიოს დიდი პრობლები შეხვდა ამჟამინდელ კლუბში და სავარაუდოდ პორტუგალიელი მადრიდს მალე დატოვებს.