შესაძლოა, მილანის "ინტერის” კარის დარაჯმა ჟულიო სეზარმა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერიაძური” განაცხადის გადახალისებას აპირებს. მილანელებმა "უდინეზედან” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი დაიმატეს. "ინტერის” ხელმძღვანელთა აზრით, იუგოსლავიელ მეკარეს სრულიად თავისუფლად შეუძლია სეზარის ჩანაცვლება, რაც ბრაზილიელი კიპერის "სან სიროდან” აბარგების ალბათობას ზრდის.
Sky Sport Italia-ს ცნობით, სეზარის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი” და "ტოტენჰემ ჰოთსბური” იჩენენ და 32-წლის კიპერიც კარიერას ერთ-ერთ მათგანში განაგრძობს.
|