დიდი ალბათობით, მილანის "ინტერის” მეკარე ჟულიო სეზარი კლუბს უახლოეს პერიოდში შეიცვლის. Football Italia-ს ცნობით, 33 წლის კარის დარაჯი გუნდის პირველ შეკრებაზე გამოძახებული არაა.
"შეკრებაზე სხვა მეკარეები წავლენ. სეზარის გვესმის, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს”, - განაცხადა "ინტერის” გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ.
მას შემდეგ, რაც "ნერაძურიმ” "უდინეზესგან” სამირ ჰანდანოვიჩი შეიძინა, სეზარმა განაცხადა, რომ კონკურენციის არ ეშინოდა. მიუხედავად ამისა, მილანელებმა მას კარისკენ მიუთითეს.
ამგვარად, "ინტერი” ბრაზილიელს, რომელიც გუნდში 2005 წლიდან თამაშობს, ან გაყიდის, ან კონტრაქტს გაუუქმებს და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიანიჭებს.
|