იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო დასკვნა დადო, რის მიხედვითაც, 2006 წლის სკუდეტო მილანის "ინტერის" საკუთრებად რჩება.
მას შემდეგ, რაც 2006 წელს "იუვენტუსი" სერია ბ-ში გადაბარგდა, ჩემპიონის ტიტული "ინტერს" არგუნეს. თუმცა ამას წინებზე ფედერალურმა პროკურორმა სტეფანო პალაციმ განაცხადა, რომ არც მილანური კლუბი იყო ცოდვებს გარეშე და შესაძლოა ტიტული მისთვისაც ჩამოერთმიათ.
დღეს კი ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტიტული "ნერაძურის” რჩება. "ინტერის" სასარგებლოდ ხმა 22-მა წევრმა მისცა, 2-მა თავი შეიკავა და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი.
შესაძლოა, რომ "იუვენტუსი" ამას არ დასჯერდეს და მაინც გაასაჩივროს გადაწყვეტილება უფრო მაღალ ინსტანციაში, კერძოდ კი იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში.
|