"მილანის" ლეგენდარუმა მცველმა ალესანდრო ნესტამ კომენტარი გააკეთა იტალიის სუპერ თასის ფინალზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება და ერთმანეთს ორი მილანური გუნდი დაუპირისპირდება.
" რათქმაუნდა გვინდა, რომ ტიტული ჩვენ დავისაკუთროთ. მე არასდროს ვყოფილვარ ჩინეთის დედაქალაქში, მაგრამ გადმოცემით ვიცი,რომ იქ ძალიან ცხელა. " ნერაძური" სამი მცველით ითამაშებს? " ინტერს" ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ ეფექტურად იმოქმედონ მსგავს ტაქტიკურ მონახაზში. გასპერინიმ დიდი სამუშაო ჩაატარა გენუაში და დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა ჩვენს მეტოქე გუნდს."