იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, ბაიერნისა და იუვენტუსის შემდეგ, ლევერკუზენის ჩილელი ნახევარმცველით არტურო ვიდალით მილანის ინტერიც დაინტერესდა. ნერიაძურიმ უკვე შეიძინა ერთი მოთამაშე, ეს ფეხბურთელი ველესის აწ უკვე ყოფილი მოთამაშე რიკარდო ალვარესია, რომლის წარდგენაც უახლოეს დღეებში მოხდება ჯუზეპე მეაზაზე. ინტერის ახალ მწვრთვნელს ჯანპიერო გასპერინის ძალიან სურს კიდევ ერთი კვალიფიციური ნახევარმცველის შეძენა, რადგან არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს ჰოლანდიელმა უესლი სნეიდერმა, რომლითაც სერიოზულად ინტერესდებიან მალაგა და მანჩესტერ იუნაიტედი. ლევერკუზენმა უკვე უთხრა მილანს უარი ვიდალის 10 მილიონად გაყიდვაზე, ხოლო ბაიერნის ხემძღვანელებს განუცხადა, რომ კლუბი არ აპ
...
კითხვის გაგრძელება »