ტრადიციულად, ინტერი აქტიურია სამხრეთამერიკულ ბაზარზე და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო კამპანიაა. მილანური გრანდის მესვეურებმა უკვე გაჩარხეს ერთი ლათინური ტრანსფერი და "ველეს სარსფილდიდან" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი რიკარდო (რიკი) ალვარესი გადაიბირეს.
რიკიმ ბოლო სამი სეზონი სწორედ ველესში გაატარა, 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლის გატანა მოახერხა. გოლების რაოდენობა არც თუ შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ, საგოლე პასების მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ არგენტინაში. თავად ფეხბურთელი უკვე მილანშია და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს უზიარებს:
ბავშვობიდან ინტერის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და ალბათ წარმოგიდგენიათ რა ემოციებს განვიცდი. ეს არის ახდენილი ოცნება და შესაბამისად, თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ყველან
...
კითხვის გაგრძელება »