გავრცელდა ჭორები თითქოს ინტერი და არსენალი ნასრი-ვივიანოს ბარტერს ანხორციელებდნენ. ამას აცხადებს calciomercato.com''.
სამირ ნასრი ბრუნდება სატრანსფერო ბაზარზე. მან ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებები ჩაშალა ახალი კონტრაქტის თაობაზე, ფრანგს უნდა, რომ ტიტულები მოიგოს, ''არსენალთან'' ერთად კი ამის გარანტია არ აქვს. მცირე შანსია, რომ ნახევარმცველმა ისევ ინგლისური კლუბი აირჩიოს. ის ან ''მილანში'' ან ''ინტერში'' გადავა. გავრცელდა ჭორები, რომ ვივიანოს გადაბირება ''რომას'' სურს, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ''Imperoromanista.it''-თან ინტერვიუში განაცხადა:
რომასა და ვივიანოს შორის მოლაპარაკებები არასდროს ყოფილა, არც მაშინ, როცა ის 'ბოლონიაში'' იყო და არც ახლა.''
ჯენოას პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზამ განაცხადა, რომ ვივიანო ჯენოაში მიდიოდა, ხოლო როდრიგო პალასიო ინტერში გადადიოდა. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ვივიანომ ამჟამინდელი კლუბი დატოვოს. ყველაზე დიდი შანსი ვივიანოს გადაბირების ''არსენალს'' აქვს, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა ნასრი-ვივიანოს ბარტერი განხორციელდეს.
|