ინტერის'' ნახევარმცველის ტიაგო მოტას აგენტი დარიო კანოვი არ გამორიცხავს, რომ მისმა კლიენტმა მომავალი სეზონიდან ''რომას'' მაისური მოირგოს.
სულ ცოტა ხნის წინ მოტას უკავშირებდნენ სხვადასხვა კლუბებს. ''მილანს'', ''ნაპოლს'', ''ზენიტს'', ''რომას''. კანოვიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელისათვის საუკეთესო ვარიანტი ''რომაა''.
,,თუ ტიაგო მოტამ ამ ზაფხულს გადაწყვიტა ''ინტერის'' დატოვება მაშინ ის ''რომას'' მიაშურებს'', განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ''Corriere dello Sport''-თან ინტერვიუში.
მოტას ნატურალიზირებული ბრაზილიელია. ის ''ინტერში'' 2009 წელს მივიდა ''ჯენოადან''. ფეხბურთელს კონტრაქტი ახლანდელ კლუბთან 2013 წლამდე აკავშირებს.
|