ორშაბათი, 23.12.2024, 00:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 18


მილანის "ინტერის” მცველმა, ლუსიომ განაცხადა, რომ "რომას” გოლკიპერ მარტენ სტეკელენბურგისთვის ტრავმის მიყენება არ სურდა.

"ეს ეპიზოდი ტელევიზორში ვნახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ერთ წამში მოხდა. სტეკელენბურგს ვერ ვხედავდი, რადგან ბურთს ვუყურებდი. შესვენების დროს, "რომას” ექიმებს ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ მარტენი მწყობრში მალე ჩადგებოდა. ცხოვრებაში არასდროს მდომებია ჩემი კოლეგისთვის ტრავმის მიყენება. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა”, - განაცხადა ლუსიომ.

თავის მხრივ, კომენტარი "რომას” მეკარემაც გააკეთა: "სიმართლე გითხრათ, არაფერი მახსოვს. დავინახე, რომ ლუსიო ჩემსკენ მორბოდა, შემდეგ კი, თვალებში დამიბნელდა. იმედია, რაც შეიძლება მოკლე დროში დავუბრუნდები მოედანს”.

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს "ინტერი” და "რომა” დაუპირისპირდნენ (0 ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 584 | დაამატა: interista | თარიღი: 18.09.2011 | კომენტარი (8)



მილანის "ინტერის" ახალწვეულმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ "რომასთან" შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა.

"რომა" ძლიერი გუნდია და ჩვენ ეს კარგად გვესმოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, რაც ვერ შევძელით. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

უიღბლო მატჩების სერია უნდა შევაჩეროთ და აუცილებლად მოვიგოთ",- განაცხადა ფორლანმა.
ნანახია: 534 | დაამატა: interista | თარიღი: 18.09.2011 | კომენტარი (6)



"ინტერის" ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა "რომასთან" საშინაო მატჩის შემდეგ "ნერაძურის" თავკაცს ჯანპიერო გასპერინის მხარი დაუჭირა. გასპერინის ბოლო ხანს ფანები ძალიან აკრიტიკებენ.

"გასპერინის დადანაშაულებას აზრი არა აქვს. ყველაზე ადვილი ყველაფრის მწვრთნელისთვის გადაბრალებაა. თუმცა პირველ რიგში, რაღაც ფეხბურთელებმა უნდა შეცვალონ.

ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ გატანას ვერაფრით ვახერხებთ. ეს ძალიან ცუდია. უარესია, რომ ეს ერთადერთი მომენტი არაა, რაშიც ყველაფერი ჩვენს საპირისპიროდ ხდება", - თქვა სნეიდერმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სასტარტო მატჩში "ინტერი" გასვლაზე "პალერმოსთან" დამარცხდა 3:4, ჩემპიონთა ლიგაში კი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "ტრაბზონსფორთან" 0:1 დათმო".
ნანახია: 713 | დაამატა: interista | თარიღი: 18.09.2011 | კომენტარი (26)



"რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე "ინტერთან" გასვლითი მატჩით კმაყოფილი დარჩა.

"მთავარია, რომ ამ შეხვედრაში მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ გუნდი თამაშს აუმჯობესებს.

მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. სწორედ ასეთი გუნდის ყოლა მსურს, რომელსაც გამარჯვება სწყურია. გუნდში სერიოზული კონკურენციაა. არ მსურს რომელიმე ფეხბურთელი გამოვყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია", - განაცხადა ენრიკემ.
ნანახია: 639 | დაამატა: interista | თარიღი: 18.09.2011 | კომენტარი (14)



"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჟან პიერო გასპერინიმ "რომასთან" (0:0) ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, სადაც მოწინაღმდეგედ ძლიერი გუნდი გვყავდა. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მეტოქეს შეტევაში თამაშის უფლება არ მივეცით.

თამაშის მიხედვით მოგებას ვიმსახურებდით. დიახ, მე მაკრიტიკებენ, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. ჩემ თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ახლო მომავალაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - განაცხადა გასპერინიმ.
ნანახია: 593 | დაამატა: interista | თარიღი: 18.09.2011 | კომენტარი (12)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter