მთავარი » 2011 » სექტემბერი » 11
ნანახია:
733
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
11.09.2011
|
|
დღეს "ინტერი" პირველ მატჩს ითამაშებს სერია ა-ში ახალი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის ხელმძღვანელობით.
"პირველად ყოველთვის რთულია და ვნერვიულობთ,მაგრამ ამდენი ლოდინის შემდეგ ბედნიერები ვართ და გვიხარია,რომ სერია ა იწყება. ამ შემთხვევაში ჩემი დებიუტი ემოციურად ოდნავ განსხვავებული იქნება, "ჯენოაში" ჩემი როგორც მწვრთნელის დებიუტისაგან. რადგან მე ვწვრთნი ისეთ გუნდს როგორიც "ნერაძურია", რაც დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობა წარმატების მიღწევისა." – ამ სიტყვებით დაიწყო გასპერინიმ პრესკონფერენცია " პალერმოსთან" მატჩის წინ.
"მთელი გუნდი მზადაა თამაშისთვის და იმედი გვაქვს რომ ჩვენი ძალისხმევა და ჩატარებული სამუშაო შედეგს გამოიღებს.
– კითხვა დაუსვეს სამი მცველით თამაშის შესახებ:
"დასაწყისში ყველა სკეპტიკურადაა განწყობილი,მაგრამ ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს თუ რაოდენ წარმ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
594
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
11.09.2011
|
|
მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს.
"ვესლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და იმედია, 2011/12 წლების სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იქნება. ჰოლანდიელს "ინტერის” წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს. სერია A-ს გასულ სეზონში, მან 25 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ვფიქრობ, სნეიდერი თავის შედეგიანობას გააუმჯობესებს. ჰოლანდიელს არა ნახევარმცველის, არამედ თავდამსხმელის პოზიციაზე ვხედავ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში. რა თქმა უნდა, სნეიდერის თავდასხმის ხაზში გადაწევა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გარეშე "ინტერს” პრობლემები შეექმნება”, - განაცხადა გასპერინიმ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
626
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
11.09.2011
|
| |
|
|