მთავარი » 2011 » სექტემბერი » 19
მილანის ინტერის ცენტრალურმა მცველმა ლუსიომ ტურინის იუვენტუსის ჰოლანდიელ შემტევს ელჯერო ელიას სულელი უწოდა. ვეტერანი მცველის გაბრაზება ელიას მიერ თწიტტერ-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებულმა ჩანაწერმა გამოიწვია. სერია A-ს გასულ ტურში, ინტერი-რომას შეხვედრაში, ლუსიო სტუმართა ჰოლანდიელ მეკარეს მარტენ სტეკელენბურგს უხეშად ეთამაშა, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო. თანამემამულეს გამოეხმაურა ელჯერო ელია, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: ეს საშინელი ეპიზოდი ტელევიზორში ვნახე და ლუსიოზე ძალიან გავბრაზდი. ასე თამაში არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მეკარემ სერიოზული დაზიანება მიიღოს. ბრაზილიელს წითელი ბარათი უნდა მიეღო. ამ საქციელის შემდეგ, მას ვერ ვიტან. ლუსიომ იუვენტუსის შემტევს ტელეარხ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
683
|
დაამატა:
aleksandre
|
თარიღი:
19.09.2011
|
|
იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის გადადგომის შემთხვევაში, მის ადგილს ლუიშ ფიგუ დაიკავებს. ამჟამად, პორტუგალიელი "ნერაძურის” კომერციულ დეპარტამენტში კონსულტანტად მუშაობს.
"გაკვირვებული და ამავე დროს ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტთან მაკავშირებენ. როგორც ჩანს, "ინტერში” ჩემმა თამაშმა კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. მჯერა, რომ ახლანდელ მწვრთნელს ყველაფერი გამოუვა. გასპერინის წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა 38 წლის ლუიშ ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "ინტერში” დაასრულა. იგი იტალიაში 2005 წელს, მადრიდის "რეალიდან” გადავიდა და 2009 წლამდე ითამაშა.
ნანახია:
602
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
19.09.2011
|
| |
|
|