გახსოვთ ალბათ, ინტერი-ნაპოლის შეხვედრაში გორან პანდევმა ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში შესაცვლელი შეიქმნა. ექიმების პირველადი დასკვნა საკმაოდ მძიმე გახლდათ და მაკედონიელს მინიმუმ ორთვიან მკურნალობას უწინასწარმეტყველებდა.
ბუნებრივია, ეს ამბავი მტკივნეულად მიიღეს ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა, ვალტერ მაძარიმ კი თავში ხელები წაიშინა და პრესასთან საუბარში თავის ბედს შესჩივლა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაცხადდა, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა - მეორე და დეტალურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ გორან პანდევს მსუბუქი ტრავმა ჰქონია და სულ რაღაც ორიოდე კვირაში მოედანს დაუბრუნდება. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა:
ექიმები შეცდომაში შევიდნენ და თავდაპირველ
...
კითხვის გაგრძელება »