მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "კატანიასთან" გასვლითი მატჩის წინ აღნიშნა, რომ გუნდმა ქულების მოგროვება უნდა დაიწყოს.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტის თქმით, ვინჩენცო მონტელას შეგირდებთან იოლი გასეირნება არ ელით.
"კატანიას" მოედანზე თამაში ძალიან რთულია. მიმდინარე სეზონში ისინი "იუვენტუსმაც" კი ვერ დაამარცხა. მიუხედავად ამისა, სამი ქულის აღებას ვგეგმავთ. დროა, ჩვენი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება დავიწყოთ", - თქვა რანიერიმ.
ნანახია:
833
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
14.10.2011
|
|
მილანის "ინტერის” ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუნდს გაურკვევლი ვადით გამოაკლდა.
ამის შესახებ "ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 19 წლის განაპირა ნახევარმცველს მარცხენა ფეხის ორთავა კუნთი აქვს დაზიანებული. ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნების ვადა უცნობია.
კოუტინიო "ინტერში” 2010 წელს ბრაზილიური "ვასკო და გამადან” გადავიდა და 15 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
ნანახია:
584
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
14.10.2011
|
|
"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ბენუა კოეს აზრით, მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელი ძალიან სცოდავს, რომ ფელიპე კოუტინიოს თავის წარმოსაჩენად საკმარის დროს არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელი შემტევი გასულ სეზონში გადავიდა მილანურ გრანდში, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი გაიტანა. მოვუსმინოთ კოეს:
"მე რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვიყო, კოუტინიო მუდმივად ძირითად შემადგენლობაში მეყოლებოდა, რადგან ის განსაკუთრებული შესაძლებლობების ფეხბურთელია. საოცარი ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს, რასაც კარგი საგოლე ალღოც უნდა დავუმატოთ. თუ კლაუდიო რანიერი მასზე დაყრდნობას არ აპირებს, კარგი იქნება თუ იჯარის წესით რომელიმე სხვა გუნდში გაუშვებს. დაუშვებელია, რომ ასეთი ტალანტი არ ჩანდეს და მუდმივა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
629
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
14.10.2011
|
| |
|
|