ყველასთვის კარგად ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონი კარიერაში ბოლო მატჩს 31 ოქტომბერს ჩაატარებს.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრავმებით დატანჯულ ვერონს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ჰქონდა გადაწყვეტილი. დღეს, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს, ესტუდიანტესსა და რასინგს შორის გასამართი მატჩი მის კარიერაში უკანასკნელი იქნება.
ხუან სებასტიან ვერონის კარიერა იმავე კლუბში დაიწყო, რომელშიც მთავრდება – ესტუდიანტესში. ამ გუნდში 2 წლის გატარების შემდეგ, 1996 წელს, მან "ბოკა ხუნიორსს” მიაშურა. იმავე წელს, იგი ევროპაში გადაბარგდა. ბებერ
...
კითხვის გაგრძელება »