ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლოვდება გონსალო იგუაინის მადრიდის "რეალიდან” აბარგების დრო. ფეხბურთელს ლონდონის "ჩელსისა” და მილანის "ინტერს” უკავშირებენ, თუმცა თავად იგუაინი "სამეფო კლუბიდან” წასვლას არ აპირებს, მანამ სანამ მადრიდულ გუნდში ჩემპიონთა ლიგის თასს არ მოიგებს.
არგენტინელი ფორვარდი ძირითადად სათადარიგოთა სკამზეა ხოლმე გამწესებული და პრესაც ამიტომ ალაპარაკდა მის "სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლის შესახებ, თუმცა იგუაინის მამა და აგენტი აცხადებს, რომ "ჩელსისთან” მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ფეხბურთელი კი "რეალთან” ერთად ლიგის თასის დასაკუთრებაზე ფიქრობს.
"ჩვენთან კონტაქტზე არავინ გამოსულა. სანამ იგუაინი "რეალთან” ერთად ლიგის თასს არ მოიგებს, მანამდე არსად წავა. მოლაპარაკებებს სხვა გუნდთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიწყებთ, თუ "სამეფო კლუბი” სერხიო აგუეროს დაიბევებს”, – აღნიშნა ფეხბურთელის აგენტმა.
|