მთავარი » 2012 » თებერვალი » 07
მილანის "ინტერის” ვეტერანი მცველი ივან კორდობა თვლის, რომ წარუმატებელი სერიის შემდეგ "ნერიაძურიმ” მოგებები უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სამი მატჩიდან კლაუდიო რანიერის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. გარდა ამისა, მილანელები იტალიის თასიდანაც გამოვარდნენ.
"წაგებები უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. წინ უამრავი მატჩი გველის და შეგვიძლია ლიდერთა მარაქაში გავერიოთ”, – საუბრობს კორდობა.
"რაც შეეხება "რომას” წინააღმდეგ მატჩს, ეს უბრალოდ კატასტროფა იყო. ჩვენ თითქმის ყველა ბრძოლა დავთმეთ, ვერ ვაკონტროლებდით ბურთს, ძალიან ნელა ვმოქმედებდით. უნდა გვესმოდეს, რომ ასე თამაში არ შეიძლება, რომაული მარცხიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ”, – აღნიშნა "ინტერის” კოლუმბიელმა მცველმა.
ცნობისთვის, "ინტერი” "სტადიო ოლიმპიკოზე” "რომასთან” ანგარიშით 0
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
666
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
07.02.2012
|
| |
|
|