მთავარი » 2012 » თებერვალი » 14
ლურჯ-შავების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად მანჩესტერ სიტის აჩემპიონებს ინგლისში, სჯერავს თავისი ყოფილი კლუბის წარმატების.
სენიორ რობერტო თვლის, რომ ინტერნაციონალე თავისი ძალებით სეზონს სამეულში დაასრულებს და მიიღებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას შემდეგ სეზონში.
"გუნდი, რომელმაც ამდენი რამე მოიგო ამ ბოლო დროს, ასე ჩუმად ვერ იქნება. მე დარმწუნებული ვარ, რომ ისინი სამეულში მოხვდებიან. თუმცა, ბრძოლა სახუმარო არაა, უდინეზე, ლაციო და რომა ასე ადვილად არაფერს დათმობენ", - განაცხადა მანჩინიმ.
|
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი Il Corriere della Sera-სთან ინტერვიუში გუნდის ლიდერების გაშვების თემას შეეხო.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ინტერი" სამუელ ეტო'ომ დატოვა, რომელიც "ანჟიში" გადავიდა, ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან უკვე ტიაგო მოტა წავიდა. იტალიელი პსჟ-ს შეუერთდა.
"ინტერის" გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში გუნდის არასტაბილურ გამოსვლას სწორედ ლიდერების გაყიდვას მიაწერენ.
"მე "ინტერის" ფანი ვარ. თუ კონკრეტულ ფეხბურთელებს ვყიდით, ესე იგი მათი შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს. სპონტანურად და დაუფიქრებლად არაფერს ვაკეთებთ".
ნანახია:
671
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
14.02.2012
|
|
"ინტერის" მორიგმა მარცხმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან მილანურმა გრანდმა ჩემპიონატის აუტსაიდერთან წააგო და თანაც, საკუთარ მოედანზე.
"ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში "ნოვარამ" მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგო და იქიდან ორი "ინტერთან" - ამის შესახებ, ტიფოზები სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ და კლუბის პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
მასიმო მორატი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს, აი კლაუდიო რანიერიმ კი "Rai Sport-ს" ინტერვიუ მისცა და შემდეგი განაცხადა:
"საკუთარ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ არის
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
640
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
14.02.2012
|
|
მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ კომენტარი გაუკეთა უესლი სნეიდერის შესაძლო ტრანსფერს ანჟიში.
"შესაძლოა სნეიდერი გადავიდეს ანჟიში? დარწმუნებული ვარ, რომ არა. ვფიქრობ მე და უესლის შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს",-აცხადებს რანიერი.
"მე ველაპარაკე უესლის და მან თქვა, რომ ბედნიერია ჩვენს კლუბში. მთავარია, რომ სნეიდერმა მალე აღიდგინოს ძველებური ფორმა".
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
596
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
14.02.2012
|
| |
|
|