მთავარი » 2012 » თებერვალი » 27
"ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "ნაპოლისთან" (0:1) დამარცხების შემდეგ გუნდსა და გულშემატკივრებს რთულ პერიოდში ერთობისკენ მოუწოდა.
"სულ ცოტა ხნის წინ წარმატებული პერიოდი გვქონდა, მაგრამ შემდეგ წარუმატებლობები ერთმანეთს მიეწყო და ახლა, როგორც ჩანს, ყველაფრის თავიდან დაწყების ძალა არ გვაქვს.
ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი მარცხი განვიცადეთ. ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ვიმუშაოთ. ერთად უნდა დავდგეთ და ეს უიღბლო სერია გადავლახოთ", - აღნიშნა არგენტინელმა.
|
იტალიის სერია A-ს XXV ტურში მილანის "ინტერმა” მორიგი მარცხი იწვნია, "ნერიაძური” ამჯერად ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა "ნაპოლიმ” გააწბილა.
მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ესეკიელ ლავესიმ გაიტანა. მატჩის 79-ე წუთზე არონიკამ მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა.
ამრიგად, ჩემპიონატში "ინტერმა” ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია და ამით კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას, მილანელები 36 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებენ. "ნაპოლიმ” კი 40 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დარჩა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი იტალიის ჩემპიონატის XXV ტურში "ნაპოლისთან” მარცხის (0:1) შემდეგ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
"ინტერის” პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, როგორ შევაფასებდი შექმნილ სიტუაციას? ჰკითხეთ მას. მორატის ადგილას ვიტყოდი, რომ მწვრთნელს ასი პროცენტით ვენდობი, რადგან ეს მისი ბრალი არ არის. ვიცი, რომ ჩემი გათავისუფლება ბევრს სურს, თუმცა არ მესმის, რატომ უნდა დავტოვო მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. რატომ ელით ჩემგან ამ ნაბიჯს? ეს არ მოხდება. მე მჯერა ამ გუნდის, რომელმაც "ნაპოლის” წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლა”, – რანიერის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ამ დროისთვის სერია A-ს ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
არცერთი გატანილი გოლი, არცერთი ქულა და ნულამდე დაყვანილი ბურთების დადებითი შეფარდება - ასეთია „ინტერის" მონაგარი სერია A-ს ბოლო ოთხ ტურში. ბოლო დროს ნაჩვენები ძალიან ცუდი შედეგების შემდეგ, მილანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას 9, ხოლო ევროპის ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება. ხსნაც არსაიდან ჩანს. მიუხედავად ამისა, კლაუდიო რანიერი „ნაპოლისთან" წაგებული მატჩის შემდეგ სვამს კითხვას: „რატომ უნდა გადავდგე"?
ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი „ინტერის" ბოლო დროს ათამაშებულ „ნაპოლისთან" წაგება მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მილანური გუნდის თამაშის ხარისხმა „ნერაძურის" გულშემატკივრებს გული კიდევ ერთხელ დაწყვიტა. შეხვედრის ბოლო ათ წუთში შექმნილი 2 სახიფათო მომენტი - სულ ეს შესძლეს სტუმრებმა მთელი თამაშის განმავლობაში და ისიც იმიტომ, რომ 79-ე წუთიდან, ნეაპოლელები 10 კაცით თამაშობდნენ.
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
608
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
27.02.2012
|
| |
|
|