ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის ტოტენჰემს დაცვის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. Tuttomercato-ს ცნობით, ჰარი რედნაპს ცენტრალური მცველის პოზიციაზე მილანის ინტერის ვეტერანი ფეხბურთელი, ვალტერ სამუელი ჰყავს შეგულებული. აღსანიშნავია, რომ 33 წლის არგენტინელს ნერაძურისთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. არაა გამორიცხული, ლონდონელებს მცველში თანხის გადახდა არც კი დასჭირდეთ.
თავის მხრივ, სამუელი ინტერის წინადადებას ელის. სასურველი პირობების შეთავაზების შემთხვევაში, არგენტინელი იტალიაში დარჩენის წინააღმდეგი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ მცველი ინტერში 2005 წლიდან ასპარეზობს. მან მილანელთა მაისური 162 მატჩში მოირგო და 11 გოლი მიითვალა.
|