"მილანის' მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ "ინტერი" მალე ინანებს ანტონიო კასანოს გადაყვანას. როგორც იცით, კასანო "ნერაძურიში" გადავიდა, ხოლო ჯამპაოლო პაცინიმ "მილანს" მიაშურა.
"ისევე როგორც ფანები, "ინტერის" ხელმძღვანელობაც მალე ინანებს კასანოს გადაყვანას. ის გუნდში მიკროკლიმატს დაარღვევს" - განუცხადა ბერლუსკონიმ იტალიურ პრესას.