პარასკევი, 27.06.2025, 06:30
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 18


მილანის "ინტერიდან” ბრაზილიურ "ინტერნასიონალში” გადაბარგებულმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. ვეტერანი ურუგვაელი თავად მიხვდა, რომ "ნერაძურიდან” აბარგების დრო იყო.

"ინტერში” საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი გავატარე, ასე რომ, არც დავფიქრებულვარ, როდესაც ბრაზილიაში ოჯახთან ერთად გადასვლის და თამაშის შემოთავაზება მივიღე. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ვიგრძენი, რომ ცვლილებების დრო იყო და მილანურ კარიერას წერტილი ამიტომ დავუსვი. ბრაზილიის ჩემპიონატი იტალიისგან განსხვავდება – აქ, ჩემპიონობისთვის 6-7 კლუბი იბრძვის და მოდუნების საშუალება არ გეძლევა”, - განუცხადა თავდამსხმელმა Football Itali ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 671 | დაამატა: inter | თარიღი: 18.09.2012 | კომენტარი (7)



ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტები "ტორინოსა” და "ინტერის” მატჩს (0:2) დაესწრნენ, რათა მათთვის საინტერესო ორი ფეხბურთელი საქმეში ეხილათ – Football Italia-ს ცნობით, საუბარია ანჯელო ოგბონასა და ანდრეა რანოკიაზე.

მოგეხსენებათ, პირველი მათგანი "ტორინოს” ღირსებას იცავს, მეორე – "ინტერის”. საგულისხმოა, რომ ორივე ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"წითელ ეშმაკებს” ორივე ფეხბურთელის გადაბირება სურთ თუ ერთ-ერთ მათგანს აირჩევენ, უცნობია. ჯერჯერობით, ინგლისელები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

ნანახია: 590 | დაამატა: inter | თარიღი: 18.09.2012 | კომენტარი (4)


ტორინოსთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის მერე sky_უს ჟურნალისტი გაესაუბრა "ინტერის" დაცვის ერთ ერთ ლიდერს ანდრეა რანოკიას.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და მოხარული ვარ, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანანე განაცხადა გახარებულმა რანოკიამ."

 "მე და ჟუანი მომავალი დუეტი? კარგია, იმედია მართლა კარგ დუეტს შევქმნით "ინტერში" მაგრამ ჩვენ ჯერ ახალგაზრდები ვართ და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს".
ნანახია: 587 | დაამატა: interelia | თარიღი: 18.09.2012 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter