სახელი, ისტორია და ტრადიცია მაინც ბევრს ნიშნავს - როდესაც ერთმანეთის პირისპირ "ინტერი" და "რომა" დგანან, ძნელია, რომ ამ პაექრობას ცენტრალურის სტატუსი არ მიანიჭო.
"ნერაძურიმ" სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ მილანური გრანდი სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელები "კატანიას" დაუზავდნენ "სტადიო ოლიმპიკოზე" და ბუნებრივია, რომ ამ შედეგით სიცილიელები უფრო დარჩნენ კმაყოფილნი, ვიდრე მასპინძლები.
მოკლედ, ზდენეკ ზემანს თავისი "რომათი" ჯერ არ უამაყია და ამას "ინტერთან" თამაშის შემდეგ აპირებს.
სნდრეა სტრამაჩიონი სრულ ნდობას უცხადებს იტალიის და "ინტერის" ახალგაზრდა მცველ ანდრეა რანოკიას. დიახ, ვიცი რომ წინა სეზონში რანოკიას ქონდა ჩავარდნები მაგრამ ახალი სეზონის დასაწყისში ნაჩვენები თამაშებით, შემიძლია ვთქვა, რომ რანოკია "ინტერის" დაცვის ლიდერად ყალიბდება.
" ანდრეა არის ჩვენი ლიდერი. მე ვნახე ბრწყინვალედ მოთამაშე რანოკია და დარწმუნებული ვარ ის ჩვენი ლიდერი გახდება დაცვის ხაზში". განაცხადა ანდრეა სტრამაჩიონიმ.
სეზარმა დაგვტოვა მაგრამ დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდედესი სიხარული და უდიდესი ტკივილი მისი წასვლით... სეზარმა სიტყვით მიმართა "ჟუზეპე მეაცაზე" შეკრებილ ათიათასობით გულშემატკივრებს და ბოლოს ცრემლებიც ვერ შეიკავა...
"არ მინდა ვიტირო მაგრამ, მეტირება. "ინტერი" ჩემი სახლია და მუდამ ასე იქნება, მე მივდივარ მაგრამ ვრჩები "ინტერის" ნომერ პირველ გულშემატკივრად" ეს ოყო მართლაც, რომ ლეგენდარული მეკარის ბოლო სიტყვები, "ჯუზეპე მაცაზე".