პარასკევი, 27.06.2025, 19:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 14

ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დიდია შანსი, ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში 30 წლის როდრიგო პალასიო "ჯენოაში” დაბრუნდნეს.

არგენტინელის პოზიციები "ინტერში” შერყეულია, დღემდე გაურკვეველია, რა თვალით უყურებს მას ანდრეა სტრამაჩონი და ეს ხმებიც ამად გავრცელდა. ცეცხლზე კი ნავთი პალასიოს "ჯენოას” ბაზაზე სტუმრობამ დაასხა, რაც რა თქმა უნდა იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ. 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას გენუური გუნდის გულშემატრკივრები აღტაცებით შეხვდნენ, თუმცა ლუიჯი დე კანიომ მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

მოვუსმინოთ "ჯენოას” მთავარ მწვრთნელს:
"პალასიო მართლაც იყო ბაზაზე მოსული, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არგენტინელმა წლების განმავლობაში იასპარეზა "ჯენოაში” და აქ უამრავი მეგობარი ჰყავს.

მისი ნახვა ჩვენც ძალიან გაგვიხარდა - ბევ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 661 | დაამატა: interista | თარიღი: 14.10.2012 | კომენტარი (7)



მილანის "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი, 28 წლის ვესლი სნეიდერი მიიჩნევს, რომ იტალიურ კლუბებს შორის საუკეთესო "იუვენტუსია".

თუმცა, მიუხედავად ამისა, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ძლიერ მეტოქეს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს:

"უნდა ვაღიარო, რომ "იუვენტუსი" უფრო ძლიერია და მასთან კონკურენციის გაწევა ურთულესი იქნება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ტურინელებს ბრძოლის ისეთი ჟინი აღარ აქვთ, როგორც ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 748 | დაამატა: interista | თარიღი: 14.10.2012 | კომენტარი (3)



გასულ ზაფხულს "ინტერის" მესვეურებმა ჟულიო სეზარი გაასხვისეს და "უდინეზედან" 26 წლის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი გადაიბირეს.

ბევრმა გაიკვირვა ასეთი ნაბიჯი, რადგან ბრაზილიელი მეკარე თავის საქმეს კარგად აკეთებდა. თუმცა გავიდა დრო და დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ "ნერაძურის" მესვეურთა გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

ჯერ ერთი, ჰანდანოვიჩი ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჟულიო სეზარი და მერე, ჯერჯერობით ფანტასტიკურად ირჯება. მილანური დერბის შემდეგ სამირი "ინტერის" ორმა ვეტერანმა გოლკიპერმა შეაქო...

ვალტერ ძენგა: "გარდა იმისა, რომ ჰანდანოვიჩი ძალიან საიმედო მეკარეა, ეფექტურად ირჯება და ქარიზმა აქვს. ჩემს სიმპათიებს სწორედ ქარიზმატული მეკარეები იმსახურებენ და მიხარია, რომ დღეს "ინტერის" კარს სწორედ ასეთი კიპერი იცავს. ვფიქრობ, ჰანდანოვიჩი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 679 | დაამატა: interista | თარიღი: 14.10.2012 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter