საინტერესო ორთაბრძოლა შედგება "ჯუზეპე მეაცაზე", სადაც ერთმანეთს კარდინალურად განსხვავებულ ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. ანდრეა სტრამაჩიონის ხელმძღვანელობით "ინტერმა" მიჯრით ხუთი თამაში მოიგო, ჩირო ფერარას სამპდორია კი ზედიზედ ოთხი ტურია აგებს.
მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, გენუელთა სპორტული დირექტორი პასკუალე სენსიბილე ფერარას იცავს: ჩირო სულით ძლიერი და ლიდერის თვისებებით დაჯოლდოვებული ადამიანია, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ იგი მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოძვრება და "სან სიროზე" გასამარჯვებლად იბრძოლებს".
ნანახია:
685
|
დაამატა:
interelia
|
თარიღი:
31.10.2012
|