პარასკევი, 27.06.2025, 12:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 10


 ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მილანის "ინტერს" სერია A-ში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში "ბიანკონერის" მთავარ კონკურენტად მიიჩნევს.


 "ნერაძურიმ" შემადგენლობა გააახალგაზრდავა. ისინი სწორ გზაზე დგანან. თუ ტემპს აკრეფენ, სკუდეტოსთვის ბრძოლა თავისუფლად შეეძლებათ.
ნანახია: 591 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 10.10.2012 | კომენტარი (5)




იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა "მილანი", ამ კლუბის გულშემატკივრების ქმედების გამო, 8 ათასი ევროთი დააჯარიმა.

კვირას, "მილანსა" და "ინტერს" შორის გამართული შეხვედრის დროს, ნომინალური მასპინძლების გულშემატკივრებმა სტადიონზე ანტონიო კასანოს შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს. გარდა ამისა, რამდენიმემ, მოედანზე ბოთლიც ისროლა. ამის გამო, "მილანს" ჯარიმა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო "მილანიდან" "ინტერში" გასულ ზაფხულში გადავიდა.
ნანახია: 629 | დაამატა: inter | თარიღი: 10.10.2012 | კომენტარი (5)




მილანსა" და "ინტერს" შორის კვირას გამართულ დაპირისპირებაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ვალტერ სამუელი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მასთან კონტაქტის შემდეგ, რობინიო წაიქცა, თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი არ გააჩნდა.

 "იმ ეპიზოდში, ბრაზილიელმა ძალიან ცუდად ითამაშა. მართალია, ჩემსა და მას შორის კონტაქტი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის წესები დავარღვიე." - აცხადებს სამუელი, რომელიც კომენტარს "მილანთან" მოგებაზეც აკეთებს - "რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დერბის მოგება მოვახერხეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. თუმცა, ჩვენს ს
აჩემპიონო შანსებზე საუბარი ჯერ ადრეა". ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 746 | დაამატა: inter | თარიღი: 10.10.2012 | კომენტარი (4)

 

9 ინტერელი ნაკრებში გამოიძახეს,ესენი არიან:

 იტალია: ანდრეა რანოკია

 იტალია U21: მათეო ბიანჩეტი

 კოლუმბია: ფრედი გუარინი

 ურუგვაი: ვალტერ გარგანო,ალვარო პერეირა

 სლოვენია:სამირ ჰანდანოვიჩი

 იაპონია: იუტო ნაგატომო

 ნიგერია: ჯოელ ობი

 ხორვატია U20: მარკო ლივაია ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 634 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 10.10.2012 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter