ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი მაურიციო ისლა კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩილელი გასულ ზაფხულს "უდინეზედან" გადაბარგდა "ბებერ ქალბატონებში", მაგრამ "ბიანკონერიში" მან ფეხის დამკვიდრება ვერ შეძლო. "იუვენტუსის" რიგებში ისლამ მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.
იტალიური პრესის თანახმად, ისლას მიმართ ინტერესს "ინტერი" იჩენს, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ტურინელები ისლაში 7.5 მილიონი ევროს აღებას გეგმავენ.
ივარაუდება, რომ კვირის ბოლოს კლუბები ისლას ტრანსფერს შეათანხმებენ და ჩილელი "ნერაძურიში" გადავა.
|