ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი "ინტერს" ტოვებს და კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა. სერბი "ნერაძურიში" 2004 წელს გადავიდა და თითქმის 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. შაბათს "ინტერის" ოფიციალურ საიტზე სტანკოვიჩის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოქყვენდა, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ: "ნერაძურის ძვირფასო გულშემატკივრებო" გწერთ თქვენი დრაგო. ახლა დიდი ემოციების ქვეშ ვარ, მაგრამ ამავდროულად კმაყოფილებას ვგრძნობ. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, სათანადო სიტყვა ვიპოვო, რათა დაგემშვიდობოთ და როგორც საჭიროა, ისე გადაგიხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენგან მივიღე: სიყვარულისთვის, რწმენისა და გულწრფელობისთვის. უკანასკნელი 10 წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა. აქ გავიზარდე, არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც კაცი. მე და ჩემს ოჯახს გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ მასიმო მორატის ოჯახს, განსაკუთრებით, პრეზიდენტს: მან შესაძლებლობა მომცა "ინტერის" მაისურით მეთამაშა, რის გამოც ბედნიერი და ამაყი ვარ. მილანში შესანიშნავ ფეხბურთელებთან და ხალხთან ერთად ვიასპარეზე. რთულია, გამონახო სიტყვა, რათა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ინტერში ასპარეზობა. გუნდის ფერები ყოველთვის დარჩება ჩემს კანზე. მის წაშლას ვერავინ შეძლებს.
|