სიცილიური "პალერმოს” ურუგვაელი შემტევი, აბელ ერნანდესი სერია A-ს სასტარტო ტურში მისი გუნდის მეტოქის, მილანის "ინტერის” ახალწვეულს, დიეგო ფორლანს უფრთხის.
"ფორლანის მეშინია. ნაკრებში დიეგო ჩემი პარტნიორია და კარგად ვიცი, რა შეუძლია მას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ, რომ იგი კარიერას იტალიაში განაგრძობს. ფორლანთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვაპირებ უახლოეს დღეებში მას შეტყობინება გავუგზავნო” – აცხადებს 21 წლის თავდამსხმელი, რომელიც ვეტერან თანამემამულეს თავისზე ბევრად უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნევს – "ფორლანი ბევრად მჯობს. ვთვლი, რომ ის და ლუის სუარესი თანამედროვეობის საუკეთესო ურუგვაელი ფეხბურთელები არიან” – ერნანდესის ამ სიტყვებს Sky Italia ციტირებს.
|