"მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი მცველის დუგლას მაიკონის აგენტი რობერტო კალენდა საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ფეხბურთელმა "ინტერი” და რატომ შეუერთდა "ქალაქელებს”.
"მაიკონი ძალიან თავშეკავებული და თავმდაბალი ადამიანია, ამიტომ მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ ყოფილა, – საუბრობს მაიკონის აგენტი. – მიუხედავად ამისა, მისთვის ისეთ კლუბში მოხვედრა, როგორიც "მანჩესტერ სიტია” საპასუხისმგებლოა – ეს მის კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისია. მაიკონის ევროპის საუკეთესო კლუბებიდან ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა როდესაც მას რობერტო მანჩინი შეეხმიანა, დუგლასმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმან განაპირობა, რომ მაიკონი "ინტერში” მანჩინის მიერ იყო მიყვანილი. გასულ სეზონში მაიკონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კლუბში დარჩენას აპირებდა. ის "ინტერის” თითოეულ მატჩში უდიდეს სიმტკიცესა და შეუპოვრობას ამჟღავნებდა, თუმცა ეს ზღაპარაი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე უნდა დასრულებულიყო, რადგან კლუბში ფინანსური კრიზისის იყო. "ნერაძური” არ იყო მზად მაიკონისთვის ხელფასი ეხადა”, – განაცხადა რობერტო კალენდამ Sky Italia-სთან საუბრისას.
|