"ვილიარეალის" ფორვარდის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ ჯუზეპე როსი მილანის "ინტერში" გადაბარგდება.
ადრე,იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ "ნერაძური" მზად არის ტრავმირებული როსი გადაიბიროს,რომელიც მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესებს გადის.
"ინტერი" ჯუზეპესთვის შესანიშნავი ვარიანტია.მისი წლოვანებისა და ხასიათის მქონე ფეხბურთელი "ნერაძურის" ან სხვა რომელიმე იტალიურ კლუბს შესანიშნავად მოერგება",-განაცხადა ფედერიკო პასტორელომ.
"მასიმო მორატი ახალ,ახალგაზრდა გუნდს დააყენებს,რომელსაც ძალიან პერსპექტიული მწვრთნელი უხელმძღვანელებს.სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი სავსებით შესაძლებელია როსი გახდეს".
"დარწმუნებული ვარ,რომ როდესაც ჯუზეპე გამონჯამრთელდება,იმაზე უკეთესად ითამაშებს,ვიდრე იგი წარსულში თამაშობდა",-დაასრულა აგენტმა.