ორშაბათი, 23.12.2024, 05:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24 » ახალი "ინტერი" თუ მხოლოდ ახალი მწვრთნელი?
15:10
ახალი "ინტერი" თუ მხოლოდ ახალი მწვრთნელი?


V ტურს "ბოლონია"-"ინტერის" დაპირისპირება გახსნის, შეხვედრა, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დებიუტი შედგება, რომელმაც უკვე გააფორმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება და საქმეს შეუდგა.

ბუნებრივია, პირველივე შეხვედრაში "ინტერის" მესვეურები მისგან დადებით შედეგს ვერ მოითხოვენ, მაგრამ ზოგადად, რომ გუნდმა ქულების მოპოვება უნდა დაიწყოს, ეს ცხადზე ცხადია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "შავ-ლურჯები" კიდევ უფრო ჩამორჩებიან ლიდერებს და შემდეგ, ფორის აღმოფხვრა ურთულესი იქნება.

ჯერჯერობით, რანიერი სდუმს და პრესისთვის კომენტარებს არ აკეთებს, სამაგიეროდ, მასიმო მორატი ალაპარაკდა და შემდეგი განაცხადა: "სამწუხაროა, რომ ჯანპიერო გასპერინის არაფერი გამოუვიდა, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია. ჩემი აზრით, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდი წარმატებამდე მიიყვანოს, გამოცდილება, კვალიფიკაცია და მოტივაცია.

რაც შეეხება კონკრეტულად "ბოლონიასთან" პაექრობას, მჯერა, რომ ფეხბურთელები მაქსიმალურად მოინდომებენ და შეეცდებიან ახალ მწვრთნელს თავი მოაწონონ".

როგორც იქნა, გულშემატკივრები 4-3-1-2-ით მოასპარეზე "ინტერს" იხილავენ, კლაუდიო რანიერი როგორც წესი ამ სქემას წყალობს და ალბათ გამონაკლისს არც "ნერაძურიში" დაუშვებს - მით უმეტეს, გუნდის ქომაგები აგერ უკვე რა ხანია ითხოვენ ძველი ტაქტიკის დაბრუნებას. დიახ, ძველის, რადგან "ინტერი" ჟოზე მოურინიოსა და ლეონარდოს დროსაც ამ მონახაზით ირჯებოდა. შეტევის წინა ხაზზე დიეგო ფორლანისა და ჯამპაოლო პაცინის გამოჩენას ველოდებით, ანუ, დიეგო მილიტო ამჯერად თადარიგში დარჩება. 

საერთოდ, არგენტინელი ფორვარდისთვის მწვრთნელის გამოცვლა არცთუ კარგი ამბავია, რადგან გასპერინი ყველაზე მეტად სწორედ მას ენდობოდა - შესაბამისად, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მილიტომ არაერთხელ დაუჭირა მხარი რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ უკვე ექს-მწვრთნელს - მათი ურთირთნდობა კი ჯერ კიდევ "ჯენოადან" მოდის, სადაც მილიტო სწორედ სენიორ ჯანპიეროს შეგირდი იყო.

ასეა თუ ისე, მათი ტანდემი კიდევ ერთხელ დაიშალა, რანიერი კი როგორც ამბობენ, მას თადარიგში უპირებს გადასროლას. "La Gazetta Dello Sport-ის" ვერსიით, გამთამაშებელი ვესლი სნეიდერი იქნება, მის უკან კი ხავიერ ძანეტი, ობი და ესტებან კამბიასო გაირჯებიან.

"ბოლონიას" დამარცხება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი მისსავე მოედანზე - ასე რომ, "ინტერს" რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს.

"როსობლუს" ლიდერი მარკო დი ვაიო, ლომბარდიელებს დიდ ბრძოლას ჰპირდება: "ფავორიტი ჩვენი მეტოქეა და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. მილანელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ასეთ დროს კი გუნდი ყველაზე საშიშია მეტოქეთათვის. ჩვენი მხრივ, გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ "ინტერს" დიდ ბრძოლას გავუმართავთ, შეგვწევს იმის ძალა, რომ მილანური გრანდი დავამარცხოთ, რის დამტკიცებასაც მთელი ძალებით შევეცდებით".


ნანახია: 633 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 nerazuri  
1
interi titqmis sul ugebs bolonias da arc exla ar unda gauchirdes,tan axlai mwvtneli da axlai shemartebit iqnebian bichebi flag3 flag3 flag3

2 pavlena  
0
martali xar nerazuri dgess boloniass dediss traki unda gadavaparot tavzee labavoii 2ian miweriaaa

3 hannibal  
0
3 burtiani sxvaoba mainc mindaa imedebi ro mqondes wels ramiss aba tqven icit

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter