სურათზე: ვინ იქნება ,,ინტერის” მწვრთნელი?
იტალიური ,,Gazzeta dello Sport-ის” აზრით მომავალ ზაფხულს ,,ინტერში” დიდი ცვლილებები მოხდება. გთავაზობთ იტალიელების აზრს იმის შესახებ, თუ ვის რამხელა შანსი აქვს დარჩეს ივნისიდან მოყოლებული და ვის – მოვიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მორატიმ უკვე უარყო კაპელოს მოსვლის შესაძლებლობა, მის კანდიდატურას ,,Gazzeta” მაინც განიხილავს და საკმაოდ სერიოზულადაც: 15% ფაბიოს მოსვლის შანსი (ზევით სურათზე). ფავორიტი ლორან ბლანია (25%), შემდეგ ამჟამინდელი მწვრთნელი რანიერი. ,,ინტერი” ჯერაც ფიქრობს გვარდიოლაზე, სპალეტიზე და სერიოზულად დაფიქრდნენ მაცარის ,,გადმობირებაზეც”.
წამსვლელები:
სარატე 100%–ით დატოვებს მილანურ გუნდს. დიდია შესაძლებლობა, რომ წავიდნენ სნეიდერი (80%) და დიეგო მილიტო (70%). კორდობა ალბათ კარიერას დაასრულებს, ჟ. სეზარი, გუარინი და პალომბო კი ალბათ დარჩებიან (წასვლის შესაძლებლობა მხოლოდ 20%). გაურკვეველია მაიკონის გეგმები.
მომსვლელები: ძალიან დიდია შესაძლებლობა (80%) არგენტინელი პალასიოს, ბრაზილიელი ლუკასის და 24 წლის სლოვაკი ფეხბურთელის, კუცკას მოსვლისა. ,,ინტერი” სერიოზულად არის დაინტერესებული ურუგვაელი გასტონ რამირესით. ხელი არ აუღიათ ტევესზეც.
აქვე გთავაზობთ კვირას გასამართი შეხვედრის (18:00 თბილისის დროით) ,,ინტერის” სავარაუდოს:
მაიკონი დისკვალიფიცირებულია. სამუელს კი ტრავმის მოშუშებამდე 15 დღე დარჩა.
|