"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" და "ინტერი" ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რეალურ კონკურენტებად დაასახელა.
"ინტერი" და "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი მეტოქეები არიან. "ბებერმა ქალბატონმა" კარგი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა, "ნერაძური" კი წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ტრადიციულად გამარჯვებისთვის იბრძოლებს", - განაცხადა 44 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ სერია А-ს სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. "იუვენტუსს" და "უდინეზეს" 8-8 ქულა აქვთ. იტალიის მოქმედი ჩემპიონი "მილანი" 12-ე ადგილზეა, "ინტერი" კი მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
|