36 წლის ალვარო რეკობა კვლავ ფორმაშია. იტალიის სერია A-ში სახელგანთქმულმა ურუგვაელმა სამშობლოში მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა. რეკობა მონტევიდეოს "ნასიონალში" თამაშობს და ასევე მონტევიდეოს გუნდ "ლივერპულს" კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაუხვია ბურთი. ეს მე-17 წუთზე მოხდა და "ნასიონალმა" ამ გოლით ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ კი, 3:1 იმარჯვა. 7 ტურის შემდეგ, "ნასიონალი" ლიდერია, ხოლო რეკობამ ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა.