ტურინის ” იუვენტუსი ” ახალგაზრდა პრეზიდენტი , ანდრეა ანიელი , აფრთხილებს მილანის ” ინტერს ” , რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ჩამორთმეული სკუდეტოსთვის სასამართლოში : ” დავბრუნდეთ 2006 წელს , როდესაც ჩვენ საკმაოდ სწრაფად გამოგვიტანეს განაჩენი . ვფიქრობ , არცერთი სპორტული ორგანიზაცია არ უნდა გამოვიდეს გარკვეული ჩარჩოებიდან და შეინარჩუნოს სპორტული იურისდიქცია . მაგრამ , ბოლო დროინდელმა ფაქტებმა , ყველას დაანახა ნათლად , რომ ისინი არღვევდნენ წესებს . კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს და მას აუცილებელია , რომ ყველა მხარე იცავდეს , სწორედ ამიტომაც , ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას სასამართლოში ჩვენი უფლებების დასაცავად " – განაცხადა New York Times – სთან ინტერვიუში ანდრეა ანიელიმ.
|