ბაქოში გამგზავრების წინ "ინტერმა"სამშობლოში უკანასკნელად სამშაბათ საღამოს ივარჯიშა. შუა წვრთნის დროს,ანჯელო მორატის სახელობის ცენტრში ცნობილი იტალიელი მოფარიკავე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი არიანა ერიგო მივიდა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეა სტრამაჩიონის და კაპიტან ხავიერ ძანეტისთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერიგომ იხუმრა, "იმედია კარგი ფეხი მექნება და ჩემი ნახვით შეგუნიალებული ნერიაძური "ნეფთჩის" ბრდღვნას ადენსო".
სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ფიორენტინასთან" (2-1) გუნდის იაპონელმა უნივერსალმა იუტო ნაგატომომ ტერფის ტრავმა მიიღო, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ გამოდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრამას "ნეფთჩისთან" მისი დახმარების იმედი უნდა ქონდეს.
კვირას, "ინტერს" წინ მადონინა ელის, რის გამოც სტრამაჩიონიმ დიეგო მილიტო, ვესლი სნეიდერი,ვალტერ სამუელი, ანტონიო კასანო და სხვა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელები აზერბაიჯანში საერთოდ არ იახლა.
გაცნობებთ, რომ თუ "ინტერმა" დღეს "ნეფთჩისთან" ორი გოლი გაუტანა, ევრო ტურნირებზე გამართულ 339 შეხვედრაში 500 გოლი დაუგროვდება.
სტრამა და კაპიტანი არიანას ოლიმპიური ოქროთი
|