მილანის ''ინტერის'' მცველი კრისტიან კივუ მიუნხენის ''ბაიერნის'' ინტერესთა სფეროში მოხვდა. როგორც Football Italia იტყობინება, 31 წლის რუმინელი შესაძლოა დანიელ ვან ბუიტენის შემცვლელი გახდეს, რომელიც ზაფხულში გერმანიიდან აბარგებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ კივუს ''ნერაძურისთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასასრულს ეწურება, ამიტომაც იგი ''ბაიერნში'' შესაძლოა უფასოდაც გადავიდეს. ახალი ხელშეკრულება მილანურ გუნდს რუმინელთან ჯერ არ გაუფორმებია.
|