რაფაელ ბენიტესი კვლავაც უკმაყოფილოა ერთი წლის წინანდელი მისი გათავისუფლებით და პასუხისმგებლობას გუნდის მაღალჩინოსნებს აკისრებს.
ესპანელი მწვრთნელის თქმით, მისი გაშვება დიდი შეცდომა იყო და ყველაფერი მხოლოდ მასიმო მორატის ბრალია.
შეგახსენებთ, რომ ბენიტესის შემდეგ ინტერმა კიდევ ოირ მწვრთნელი გაათავისუფლა. ლეონარდო და ჯან პიერო გასპერინი, რომელმაც მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარებინა მილანურ გუნდს სერია ა-ში.
"ის ძალიან ბევრ არასწორ ნაბიჯს დგამს. ჩემს შემდეგ უკვე სამი მწვრთნელი დაიქირავა რაც იმაზე მიუთითებს, რომ მორატი შეცდომას შეცდომაზე უშვებს.”
"ინტერი კარგად ნამდვილად არ მომქცევია. მათ ჩემი შრომა ვერ დააფასეს, მიუხედავად იმისა, რომ სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვაგებინე.”
"ეს არის ის რაც ძალიან მაწუხებს.”
|