ლივერპულისა და მილანის ინტერის ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი თვლის, რომ ამ სეზონში სერია ა-ს მოგების მთავარ ფავორიტად იუვენტუსი მიიჩნევა.
ამ აზრამდე ესპანელი სპეციალისტი მაშინ მივიდა რაც იუვესა და მილანს შორის გამართული შეხვედრა იხილა.
"ამ სეზონში იუვენტუსს ჩემპიონობისთვის კარგი შანსი აქვს. თანაც ეს წელი არც ისე კარგად დაიწყეს მილანმა და ინტერმა.
ასევე ძალიან მომწონს ნაპოლის თამაშიც. თუმცა, ამ გუნდს ბოლომდე ბრძოლა მოუწევს რათა სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩეს”-განაცხადა ბენიტესმა.
|