„ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა კლაუდიო რანიერის, რომელმაც ორ დღეში იმდენი მოახერხა, რომ აქამდე გამარჯვების უნახავ „ინტერს" ბოლონიადან 3 ქულა წამოაღებინა. მილანელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, როდესაც პაცინიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. 66-ე წუთზე, არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაც პორტანოვასთან ორთაბრძოლაში ვალტერ სამუელის საპენალტედ დაჯარიმებაში გამოიხატა. სტანდარტი გოლად დიამანტიმ აქცია და რანიერის წარმატებულ დებიუტს საფრთხე შეუქმნა, მაგრამ პირველივე მატჩში 3 ქულის აღებაზე იტალიელმა სპეციალისტმა თავად იზრუნა, როდესაც ფორლანის ნაცვლად მოედანზე მილიტო შეუშვა. 81-ე წუთზე, არგენტინელმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და იგი გოლად თავადვე გარდასახა. შეხვედრას წერტილი 87-ე წუთზე დაესვა, როდესაც უკვე 10 კაცით მოთამაშე მასპინძლებს გოლი თავური დარტყმით ლუსიომ გაუტანა.
dzaaalian gamixarda coutinhom ro daiwyo sastartoshi :) ranieris saxeze me piradad gimili ver davinaxe :D sagol ranieri kargia egre gaagrdzele, es erti da sxva mravali :) exla jer cska da mere napoli!