დიდიე დეშამმა ისაუბრა მომავალ სეზონზე და სერია ა–ს ფავორიტებზე, სადაც აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერები "მილანი" და "ინტერი" არიან. დეშამმა "იუვენტუსის" ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს წარმატებები უსურვა, მაგრამ დაამატა ისიც, რომ მის გუნდს არ ელის მომავალ სეზონში იოლი გასეირნება. დეშამი მოგეხსენებათ ტურინელებს სათავეში 2006/2007 წლებშიც ედგა, მაგრამ ახლა იგი ფრანგულ "მარსელს" წვრთნის, სადაც მან თავისი მოსაზრება დააფიქსირა. "ანტონიო ჩემი კარგი მეგობარია. ჩვენ ცოტახნისწინ ვესაუბრეთ ერთმანეთს და მე მას წარმატებები ვუსურვე მომავალ სეზონში, რასაც მუდამ ვაკეთებ მე". ციტირებს დეშამის სიტყვებს "La Gazzetta dello Sport"–ი. მაგრამ ამის მიუხედავათ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში "ბებერი ქალბატონები" ყველაფრის დომინირებას ვერ შეძლებენ, რადგან სერია ა–ს ორი უძლიერესი კლუბი ჰყავს "მილანისა" და "ინტერის" სახით, რომლებიც ამ ტურნირის მთავარ ფავორიტებად ითვლებიან: "ამჟამად ტურნირის უძლიერსი კლუბები "მილანი" და "ინტერი" არიან, რომლებიც მთავარი ფავორიტები არიან სერია ა–ს მოგების, რის გამოც ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ დასახული მიზნისთვის მიღწევა, მაგრამ თუ ისინი განახორციელებენ კარგ ტრანსფერებს მაშინ შეეძლებათ, გაუწიონ კონკურენცია "მილანს" და "ინტერს" ტიტულისთვის". – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
|