დღეს ''ინტერმა'' წარადგინა ახალი ფორმა, რომლითაც გუნდი 2011-12 წლების სეზონში ითამაშებს.
ნაიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეა როსიმ განაცხადა, რომ ახალი ფორმა წინა ფორმებთან შედარებით 13%-ით მსუბუქია.
''ინტერის'' მთავარი მაისური ტრადიციულად შავი და ლურჯი ზოლები აქვს. ფორმა აერთიანებს ტექნოლოგია Dri-FIT-ს და აეროდინამიურ დიზაინს. ახალი ფორმა წინა ფორმებთან შედარებით 17%-ით ელასტიურია.
9 ივლისიდან ყველასათვის შესაძლებელი იქნება მაღაზიებში ახალი ფორმის შეძენა. მისი შეძენა შეიძლება ნაიკის საიტზეც www.nikestore.com.
|