TMW-ს ცნობით, გამორიცხული არაა, ზაფხულში ანხელ დი მარიამ მადრიდის რეალი დატოვოს. 23 წლის ნახევარმცველს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობები სურს, მაგრამ სამეფო კლუბი ამის შეთავაზებას არ აპირებს. თუკი არგენტინელი რეალს დატოვებს, მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მილანის ინტერი იქნება. ნერაძური მზადაა, დი მარიას იმდენი ხელფასი გადაუხადოს, რამდენსაც ფეხბურთელი რეალში ითხოვს. საუბარია წლიურ ოთხ მილიონ ევროზე. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სამეფო კლუბს 2010 წლის ზაფხულში შეუერთდა. მან მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფლორენტინო პერესს მისი შეძენა 25 მილიონი ევრო დაუჯდა.
|