მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ იტალიის ჩემპიონატში პირველი პოკერი შეასრულა, მაგრამ ეს "ნერაძურის" "პალერმოს" (4:4) დასამარცხებლად მაინც არ ეყო.
მანამდე არგენტინელის ანგარიშზე სამი ჰეთ თრიქი იყო: 2004 წელს "კალიარისთან", 2008 წელს "რეჯინასთან" და 2009 წელს "სამპდორიასთან".
მილიტომ იტალიაში სამივე ჰეთ თრიქი "ჯენოაში" ასპარეზობისას გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ "ინტერის" ფეხბურთელებმა ბოლო პოკერი 2002 წლი 1 თებერვალს შეასრულეს. მაშინ "ბრეშასთან" შეხვედრაში თავი კრისტიან ვიერიმ გამოიჩინა.
|